აქვს თუ არა დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირად ინფორმაციაზე წვდომის უფლება?-სარჩელი

29 ივნისი 2018, 00:00 1426 ნახვა

აქვთ თუ არა არჩევნების დღეს დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირად ინფორმაციაზე წვდომა, როცა ისინი ე.წ. სამაგიდო სიას აკვირდებიან და რამდენად იძლევა ეს პროცესი ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას-საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს ამ საკითხზე 7 პოლიტიკური პარტიისა და 2  სადამკვირვებლო ორგანიზაციის სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელის ერთერთი ავტორი ნაციონალური მოძრაობა სხვა  ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ასევე ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის კიდევ ორ მუხლს, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საუბნო კომისიის წევრის დანიშვნა-არჩევის გასაჩივრების წესს ეხება.

მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუძლებლობას. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. დღეს განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პლენუმი იმსჯელებს, მიიღოს თუ არა წარმოებაში არსებითი განხილვისთვის სარჩელი.

ამავე კატეგორიაში