მოსამართლეების არჩევა

14 ივლისი 2016, 00:00 1815 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს 125 მოსამართლეს უყრიან კენჭს საბჭომ მათგან 65 მოსამართლე უნდა აირჩიოს. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებსაც უფლებამოსილების, ან გამოსაცდელი ვადა ეწურებათ. შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი. კანდიდატებს შორის 5 მოსამართლე ბათუმიდანაა. მათ შორის არიან სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე - დავით მამისეიშვილი, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, თამარ ბურჯანაძე, ლაშა თავართქილაძე, გიორგი გრატიაშვილი. მოსამართლეები 2013 წლიდან მხოლოდ გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით ინიშნებიან.

ამავე კატეგორიაში