ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველს მისი და ზვიად კუპრავას პირადი დაცვა სთხოვა

03 ივნისი 2018, 00:00 1374 ნახვა

"სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ვთხოვე ჩემი და ზვიად კუპრავას პირადი დაცვა" - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა. მისი განცხადებით, აქციაზე, რამდენიმე წუთის წინ, უცხო პირებმა, კარვის უკან ხელი ჩაჭიდეს და სადღაც გეგმავდნენ მის წაყვანას.

"არ ვიცი ვინები იყვნენ, გვერდით რომ არ ყოფილიყო ჩემი მეგობრები სადღაც მივყავდი, არ უთქვამთ არაფერი, ვინ იყვნენ. სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შევხდი ახლა და ვთხოვე ჩემი და ზვიად კუპრავას დაცვა. მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ინფორმაცია, რომ ვიღაცეები, მგონი შს სამინისტრო, ზუსტად ვერ ვერკვევი უწყებებშ, გეგმავს ზვიად კუპრავას დაკავებას. არ ვიცი რა თქმა უნდა რა ბრალდებით, თუმცა მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე გავაგრძელებ ბრძოლას და გავანადგურებ სისტემას" - განაცხადა სარალიძემ. . 

"ყველა შვილმოკლული მშობელი ერთად ვიქნებით, რომ დავამხობთ ეს სისტემა მოვუწოდებ ყველას, რეგიონებსაც..." - ამბობს სარალიძე.

ამ წუთებში კარავს ცოცხალი ჯაჭვი აქვს შემოკრული, სადაც ზაზა სარალიძე იმყოფება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში