''მოვუხმობ, ყველა პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები ამ სისტემის დასანგრევად'' - ზაზა სარალიძე

02 ივნისი 2018, 00:00 2009 ნახვა

"მოვუხმობ, ყველა პოლიტიკურ პარტიას გააერთიანონ ძალები ამ სისტემის დასანგრევად" - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა.

"დღეს კიდევ ნათალდ დავინახე რომ მთავრობა მიდის ზეწოლაზე, ყველანაირ ღონეს ხმარობს... დღემდე ვცდილობდი რომ მხოლოდ საზოგადოებსითვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემს გვერდით დგომა შეეძლო. ეხლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანოს ძალები ამ სისტემის დასამხობად", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ შს სამინისტრო გეგმავს ზვიად კუპრავას დაკავებას. "ჩვენი წყაროს ინფორმაციით შსს გეგმავს კუპრავას დაკავებას, არ ვიცი რა თქმა უნდა რა ბრალდებით, თუმც ამინდა ვუთხრა ყველას, რომ მე გავაგრძელებ ბრძოლას და გავანადგურებ სისტემას" - განაცხადა სარალიძემ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში