ალკოჰოლით არასრულწლოვნის ინტოქსიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

16 აპრილი 2018, 00:00 2484 ნახვა

15 წლის არასრულწლოვანი, რომელიც უგონო მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი კარაოკე-ბარიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე გაწერილია. დაწესებულების პრესცენტრის ინფორმაციით, მოზარდი საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გუშინ ღამით მოათავსეს.

ფაქტის შესახებ დღეს ინფორმაცია გაზეთმა “ბათუმელებმა” გაავრცელა. ფაქტს ადასტურებენ ბარის თანამშრომლები და აცხადებენ, რომ მოზარდი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. “მთავარის” შეკითხვაზე: რატომ გაიყიდა არასრულწლოვნებზე ალკოჰოლური სასმელი, ობიექტზე დასაქმებული ირწმუნება, რომ მათ მშობლის თანხმობა ჰქონდათ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, მსგავს საკითხს კანონი არეგულირებს, თუმცა ხდება მისი უგულვებელყოფა.

პაატა დიასამიძის განმარტებით, ქმედება – არასრულწლოვანს მიყიდონ ალკოჰოლური სასმელი ან ნებართვა გასცეს მშობელმა დანაშაულია და ჯარიმდება. ჩვენი ინფორმაციით ბათუმში მსგავსი შემთხვევა სხვა ბარებშიც ხშირია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში