ამხანაგური მატჩები

18 მარტი 2018, 00:00 1764 ნახვა

ბათუმში  ამერიკის შეერთებული შტატების  მე-6 ფლოტის ხომალდის საპორტო ვიზიტის ფარგლებში მეგობრული საფეხბურთო მატში მიმდინარეობს. ერთმანეთს  გემის ეკიპაჟის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები ხვდებიან. თამაშს მატჩი საფეხბურთო მოედანი მასპინძლობს.

პარალელურად ამერიკელი მეზღვაურები  თამაშებს მართავენ კალათბურთში  ბათუმის სახელწიფო საზღვაო  აკადემიის სტუდენტებთან.  საღამოს გემზე ოფიციალური მიღება გაიმართება.  ხომალდი „ოაკ ჰილი“ შავი ზღვის სანაპიროს  20 მარტს დატოვებს. საპორტო ვიზიტის მიზანი, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის  კავშირების გამყარება  და რეგიონში სტაბილურობის  ხელშეწყობაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში