კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა-სააგენტოს ანგარიში

07 მარტი 2018, 00:00 2371 ნახვა

ავარიული ძეგლების რეაბილიტაციის საკითხის მომზადება, სამგანზომილებიანი გრაფიკის შექმნა და საინფორმაციო შეხვედრები ძეგლის სტატუსის მქონე შენობებში მცხოვრებლებთან _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წელს ამ სიახლეების დანერგვას გეგმავს. ანგარიშის პრეზენტაციისას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებად დაასახელეს ძეგლების ინვენტარიზაცია.

აჭარაში 373 ძეგლია აღრიცხული. სააგენტოს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის 18 ახალი ობიექტი გამოვლინდა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ დადებითი ტენდენციაა გადაწყვეტილებების მიღების კუთხითაც _ სააგენტოს სტატისტიკით 282 დასკვნიდან მხოლოდ ერთი გასაჩივრდა. შეხვედრას არქიტექტორებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, პრობლემების მიუხედავად ძეგლების დაცვის პოლიტიკის კუთხით დამოკიდებულება სისტემურია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში