როკ შემსრულებლები რეპეტიციას გადიან

03 ივლისი 2016, 00:00 1502 ნახვა

სულ ცოტა ხანში, ბათუმი როკის ლეგენდების კონცერტს ოფიციალურად უმასპინძლბს. 7 საათზეა ჩანიშნული საღამო ბათუმის ხელოვნების ცენტრში. რეპეტიცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, 70-80-იანი წლების როკის მსოფლიო ლეგენდებთან ერთად დღევანდელ კონცერტზე ბათუმელი როკის შემსრულებლებიც წარსდგებიან. აკომპანირებას სოლო შემსრულებლებს ბათუმის სიმფონიური ორკესტრი და ინსტრუმენტული ბენდი გაუწევენ, რომელსაც ასევე ბათუმელი ზვიად ბოლქვაძე უდირიჟორებს. კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე ცვლილება შევიდა საკონცერტო პროგრმაში, ბათუმში ჩამოსვლა ბოლო წუთს გადაიფიქრა ჯგუფ ბერ ქამფანის სოლისტმა ბრაიან ჰაუმ, როგორც გაირკვა, მიზეზი, თურქეთში მომხდარი ტერაქტი გახდა, ფრენა კი სწორედ თურქეთის გავლით იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის კონცერტის ბილეთების 70 პროცენტი გაყიდულია, დღევანდელ კონცერტზე ორგანიზატორები ანშლაგს ელოდებიან. 

ამავე კატეგორიაში