ინცინდენტი კირნათში

02 ივლისი 2016, 00:00 2687 ნახვა

ინცინდენტი სოფელ კირნათთან მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე.  ადგილობრივების ინფორმაციით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ირწმუნებოდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ და სამუშაოების გაგრძელების მიზნით ჰესის ტერიტორიაზე კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლის შეყვანა სურდათ. უცნობ პირებს კირნათის მცხოვრებლებმა დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.  მათ ჰესის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. კირნათელების   მოთხოვნები  უცვლელია.  ისინი   საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ კომპენსაციას და მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ. ინციდენტის ამსახველი კადრები ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამოყვარულო კამერით გადაიღო. ჩვენ კომპანია “აჭარა ენერჯი 2007”-ის იურისტს   დავუკავშირდით, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში