ჩემპიონთა ლიგა განახლდა

14 თებერვალი 2018, 00:00 2462 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური პლეიოფის პირველი ორი შეხვედრა გაიმართა.
ორივე მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა. 
ტურინში ''იუვენტუსსა'' და  ტოტენჰემ ''ჰოტსპურს''  შორის შეხვედრა დაძაბული აღმოჩნდა. 
თამაშის მე-2 და მე-9 წუთზე ჰიგუაინმა გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე ჰარი კეინმა ანგარიში შეამცირა.
ტაიმის მიწურულს კი არგენტინელს ჰეთთრიკის შესრულების შანსი მიეცა, მაგრამ ამჯერად ჰიგუაინმა მეორე პენალტი ვეღარ გამოიყენა და ტაიმი 2-1 დასრულდა.

მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ტოტენჰემის მარჯვენა ნახევარმცველმა ერიქსენმა 72-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თამაში ფრედ 2-2 დასრულდა.

მეორე შეხვედრა ბაზელსა და მანჩესტერ ''სიტის'' შორის გაიმართა. ''ქალაქელებმა 0-4 სძლიეს მეტოქეს. გოლები: 14-ე და 53-ე წუთზე გიუნდოგანმა გაიტანა, 18-ე ბერნარდო სილვამ, 25-ე აგუიერომ.

დღეს კი თბილისის დროით 23:45 საათზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება. მადრიდის ''რეალი პარისნჟერმენს უმასპინძლებს, ხოლო პორტუ ლივერპულს.
 

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში