ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა-ბრიფინგი შსს-ში

29 იანვარი 2018, 00:00 2859 ნახვა

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა.  სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები ამოიღეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ ლავას ოღლისთან, კაკო ტბილისკისთან, ტოტორინისთან, ენცოსთან და კიდევ რამდენიმე პირთან.  

უწყება ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად აქვს.  

ამავე კატეგორიაში