ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში

20 დეკემბერი 2017, 00:00 1576 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესზე დაცვის მხარე საკუთარი შუამდგომლობების დაყენებას ისევ გეგმავს.

ადვოკატების ერთ-ერთი შუამდგომლობა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვას შეეხება. შუამდგომლობების ეტაპის ამოწურვის შემდეგ კი მხარეები შესავალ სიტყვებზე გადავლენ და სასამართლოს იმ არგუმენტებს გააცნობენ, რის საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი მოამზადეს.

ცნობილია, რომ სასამართლო პროცესს მსჯავრდებული არ დაესწრება. დეკანოზმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და წინა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამავე კატეგორიაში