ხვალ და ზეგ ტემპერატურა 26 - 28 გრადუსამდე მოიმატებს

23 ოქტომბერი 2017, 00:00 5666 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილზე უფრო ინტენსიურად გავრცელდება თბილი ჰაერის მასები, რის გამოც 24 და 25 ოქტომბერს, სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობში ტემპერატურა 26 - 28 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება 21 - 23 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში