საუბნო კომისიების წევრების შერჩევა დასრულდა

04 სექტემბერი 2017, 00:00 3310 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიები 6-6 წევრით დააკომპლექტეს. დანარჩენ 7-7 წევრს კი საარჩევნო სუბიექტები დანიშნავენ. კონკურსის გზით, შესული განცხადებები კომისიებმა, როგორც ამას დამკვირვებელ ორგანიზაციებში აცხადებენ, გაუმჭვირვალედ განიხილეს, გადაარჩიეს, გადაწყვიტეს ვისთვის უნდა მიეცათ ხმა, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე, მხოლოდ სამუშაო ვერსიები წარმოადგინეს და ამით იხელმძღვანელეს.

“სამართლიანი არჩევნებში” მიაჩნიათ რომ რეალური შერჩევის ეტაპი დახურული იყო, რაც ეჭვს ბადებს. რამდენიმე ოლქში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ხმაური  მოჰყვა ახალ რეგულაციას ფოტო - ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში