მონადირეთა პროტესტი

29 აგვისტო 2017, 00:00 2044 ნახვა

აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრებმა, მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა ნადირობის სეზონის დასრულებამდე ჭოროხის დელტის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის მიღება და გამოწერილი ჯარიმების გაბათილება იყო. მათ ადმინისტრაციული ორგანოთა ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა.

კახა შაშიკაძეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც შეხვედრაზე მყოფმა ერთ ერთმა წევრმა განაცხადა, მთავრობის წარმომადგენელმა საკითხის განსახილველად რამდენიმე დღე მოითხოვა. ნადირობის სეზონი აგვისტოში იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაში 7000-მდე წევრია გაერთიანებული. სახელმწიფო ნაკრძალებში პარკებსა და ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში