ოზურგეთში ქობულეთის მკვიდრი მოკლეს

14 აგვისტო 2017, 00:00 7124 ნახვა

ქობულეთში მცხოვრები 30 წლის კაცი, გუშინ, გვიან ღამით ოზურგეთში მოკლეს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ჰყვებიან, ოზურგეთში ის მეგობრებთან ერთად წავიდა, თუმცა თანმხლები პირები, მკვლელობის მიზეზებსა და დეტალებზე კონკრეტულად ვერ საუბრობენ. 

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს . მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ეძებენ.

ამავე კატეგორიაში