ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი

07 ივლისი 2017, 00:00 3296 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოწმის სახით გამომძებლები, ხოლო დაზარალების სტატუსით მერიისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაიკითხებიან. ისინი წინა სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა საქმის განხილვა 2 ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.

დღეს დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართავენ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თენგიზ კახიძის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების პირობების თაობაზე ხელისუფლებასა და პროკურატურას შორის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
სინქორნწ

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში