მგზავრთა გაზრდილი რაოდენობა

04 ივნისი 2016, 00:00 1545 ნახვა

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 21 % გაიზარდა და   831 ათას 590 შეადგინა. 2016 წლის პირველი 5 თვის ანგარიშს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს.  დოკუმენტის თანახმად ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, აღნიშნულ პერიოდში  მგზავრთნაკადი 32%-ითაა გაზრდილი და სულ 54 ათას 429 მგზავრი შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 2016 წლის ზაფხულის სეზონზე რეგულარულ რეისებს 11 ავიაკომპანია 12 სხვადასხვა მიმართულებით შეასრულებს.

ამავე კატეგორიაში