როდის შეხვდება მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე

13 მაისი 2017, 00:00 2632 ნახვა

როდის შეხვდება მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ჯერ უცნობია. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე დედაქალაქში იმყოფება.

მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მისთვის უცნობია როდის და რა ფორმატში შედგება აუდიენცია.  ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ  ფონდი   მერიის გადაწყვეტილებას  გაასაჩივრებს, რისთვისაც  მისი თქმით, დოკუმენტაციის შეგროვება მიმდინარეობს.

ფონდს, რომელსაც ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე  ახალი მეჩეთი უნდა აეშენებინა, ქალაქის მერმა უარი უთხრა. უარის მიზეზად ტერიტორიის მაღალი ინტენსიობის საცხოვრებელი ზონა და  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის წინასაპროექტო კვლევის მომზადება დასახელდა. მესამე სექტორმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული და უკანონო უწოდა. მუსლიმთა ინტერესებს საია დაიცავს.

ამავე კატეგორიაში