ხაბელოვი ფედერაციის პრეტენზიებს არ იზიარებს

28 მაისი 2016, 00:00 2432 ნახვა

რეგიონში მოქმედი სპორტული ფედერაციების მოთხოვნას-თანამდებობა დატოვოს აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვი ეხმაურება. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, მას პრეტენზიები არა სამართლიანად მიაჩნია. მისი თქმით ჯონი ცივაძე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. მე შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ აჭარის სპორტული ფედერაციების ნაწილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, ისინი ჯონი ცივაძის გადაყენებას იმ მოტივით ითხოვდნენ, რომ ის ვერ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, არ აქცევს ფედერაციებს ყურადღებას და არ ხდება რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის სათანადოდ პოპულარიზაცია. 

ამავე კატეგორიაში