თურქეთის რეფერენდუმის შედეგები

17 აპრილი 2017, 00:00 2998 ნახვა

გარდამტეხი თარიღი თურქეთის ისტორიაში. მოსახლეობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ვიდრე რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 დღეში, ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს, სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბიულეტენების 100 პროცენტის დათვლის შედეგად მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების" პარტიის  ინიციატივას ამომრჩევლის 51 პროცენტი მიემხრო.  

თურქეთის ოპოზიციამ ხელისუფლება მანიპულაციაში დაადანაშაულა და შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. ისინი ხმათა 60 პროცენტის ხელმეორედ დათვლას ითხოვენ. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თურქეთს წინ დიდი პროგრესი ელოდება.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი