რეჯებ ტაიპ ერდოღანი შესაძლოა ხელისუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩეს

16 აპრილი 2017, 00:00 1690 ნახვა

რეჯებ ტაიპ ერდოღანი, შესაძლოა, ხელისუფლების სათავეში 2029 წლამდე დარჩეს. თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგები ცნობილია.

მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ახალ კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას, მოქმედი პრეზიდენტისთვის კი პოსტზე ყოფნის ვადას გაზრდის. რესპუბლიკის ხელისუფლებამ რეფერენდუმზე მოსახლეობას თურქეთის კონსტიტუციაში ცვლილებების 18-პუნქტიანი პაკეტისთვის ხმის მიცემა შესთავაზა, რაც, გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობდა.

ერდოღანის მხარდამჭერების განცხადებით, საპრეზიდენტო მმართველობა რესპუბლიკის მოდერნიზებას შეუწყობს ხელს. კრიტიკოსები, კი ერთპიროვნული მმართველობის მცდელობაზე საუბრობენ. 

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში