ენერგო-პრო ჯორჯია: ხელვაჩაურის რიგ სოფლებს, 11 საათის განმავლობაში გაეთიშება ელექტროენერგია

10 აპრილი 2017, 00:00 1210 ნახვა

ხვალ  ხელვაჩაურის რიგ სოფლებს, 11 საათის განმავლობაში, პერიოდულად გაეთიშება ელექტროენერგია. შუქის გარეშე  დილის 08 -დან 19 საათამდე დარჩება ხელვაჩაურის სოფლები:  აჭარისწყალი, კიბე, ჭარნალი, აგარა, ყოროლის წყალი.

ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

შეზღუდვა დაწესდება შუქზე ბათუმშიც. 11 აპრილს, ელექტროენერგიის გარეშე,  11 საათიდან 19 საათამდე  ზ.გორგილაძის ს.თაყაიშვილისა და მ.ლერმონტოვის ქუჩებზე მცხოვრები აბონენტები დარჩებიან.  ერთი საათი არ იქნება ელექტროენერგია 14-დან 15-საათამდე მ.ჯავახიშვილისა და ტ. აბუსერიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება ზემო აჭარას, ელექტროენერგია სოფლებს  წონიარისს, ცხმორისს, ძვარესა და დიდაჭარას დილის 8 სთ-დან 9  საათამდე  გაეთიშება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი