ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

08 აპრილი 2017, 00:00 2437 ნახვა

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა. საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 217 კილოგრამი დაძლია. მან ერთი კილოგრამით გააუმჯობესა ირანელი დეჰდად სალიმის რეკორდი, რომელიც რიოში დაამყარა. ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზე 201 კილოგრამით, მესამე ადგილზეა ირაკლი თურმანიძე. 

ამავე კატეგორიაში