ევრაზიის  მთის კურორტების კონფერენცია

05 აპრილი 2017, 00:00 1665 ნახვა

''სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს'' - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ქვეყნის  მიზანია, ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრებებს უმასპინძლოს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით,  მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა წინსვლის მეტი გაჩნდეს შესაძლებლობა. ფინანსთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი იმისთვის, რომ  ოთხი სეზონის სამთო კურორტი გახდეს. განცხადებები  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გაკეთდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი