შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოება

30 მარტი 2017, 00:00 3043 ნახვა

173, 166 – ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლებია, რომლებსაც მოქალაქის დაკავებისას პოლიცია სავარაუდოდ ყველაზე ხშირად იყენებს. იგულისხმება სამართალდამცავისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და წინააღმდეგობის გაწევა. თემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მაგალითად 11-12 მარტის აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 86 პირიდან, მოსამართლემ 10 გაამართლა. იგივე მოხდა დღესაც, იმავე მუხლებით, თუმცა არა აქციის საქმეზე, გუშინ დაკავებულ მოქალაქეებს, პოლიციამ სამართალდარღვევა ვერ დაუმტკიცა, შესაბამისად ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა ორივე პირზე, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელია.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში