გამამართლებელი განაჩენი

29 მარტი 2017, 00:00 2245 ნახვა

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 19 პირზეა დაწყებული, აქედან 18 პატიმრობაში რჩება, ერთი არასრულწლოვანი კი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. 11-12 მარტის ბათუმის აქციის დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 86 პირი დააკავეს. მათგან უმეტესობას სამართალდარღვევა დაუდგინდა და დაჯარიმდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც პოლიციამ ვერ დაუდასტურა დარღვევა. სასამართლო სხდომებზე გამომძიებლები ძირითადად ერთი და იგივე საბრალდებო ტექსტით ხელმძღვანელობენ და იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულის წინააღმდეგ ვიდეო - მასალა არ გააჩნიათ, მას დარღვევას ვერ უმტკიცებენ.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში