კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენი

29 მარტი 2017, 00:00 2860 ნახვა

11-12 მარტის ბათუმში განვითარებული მოვლენების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება. მამუკა ბერიძე დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, არგუმენტად კი მოსამართლემ ბრალებულის წინააღმდეგ  მტკიცებულებების არ არსებობა დაასახელა. ადვოკატ, თენგიზ კახიძის განცხადებით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოზე დღეს მოწმეს მოუსმინეს, რომლის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. მოწმის განცხადებით, ის მამუკა ბერიძესთან ერთად აქციის დროს, ერთ-ერთ გასართობ კლუბში იმყოფებოდა. 

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში