აქციაზე  დაკავებულთა  სასამართლო  პროცესი

20 მარტი 2017, 00:00 2708 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გრძელდება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოთხი პირის მიმართ ადმინისტრაციული  საქმის წარმოება შეწყდა, სამს 100 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთის პროცესი კი ხვალისთვის გადაიდო. გადადებულია ასევე  ჯიმი ვარშანიძის და რამაზ ხიმშიაშვილის საქმის განხილვაც. ისინი, პოლიციელზე  შეურაცხუყოფის მიყენების მიზეზით 11 მარტს ერთ-ერთი პირველები დააკავეს. 

ამავე კატეგორიაში