ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა [ვიდეო]

16 მარტი 2017, 00:00 1533 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი შეხვედრა ჩატარდა და პლეიოფის მერვედფინალური თამაშები დამთავრდა. 
მონაკომ მანჩესტერ სიტი დაამარცხა 3-1 და მეოთხედ ფინალის საგზურიც მოიპოვა. ორი მატჩის ჯამში 6-6 დამთავრდა მაგრამ გასვლაზე გატანილი გოლების უპირატესობით მონაკო გავიდა. შეგახსენებთ წინა შეხვედრა მანჩესტერმა 5-3 დაამარცხა მონაკო.
მეორე შეხვედრა უგოლო აღმოჩნდა. ატლეტიკო მადრიდსა და ბაერ ლევერკუზენს შორის ნულოვანი ფრე დასრულდა და მომდევნო ეტაპზე გავიდა მადრიდული გუნდი, რომელსაც წინა შეხვედრა 2-4 ჰქონდა მოგებული.

1/4 ფინალში გავიდნენ შემდეგი გუნდები.
ესპანეთი: მადრიდის რეალი, ბარსელონა, მადრიდის ატლეტიკო.
გერმანია: მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია.
ინგლისი: ლესტერ სიტი.
იტალია: ტურინის იუვენტუსი.
საფრანგეთი: მონაკო.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი