დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

13 მარტი 2017, 00:00 2717 ნახვა

მოქალაქე, რომელიც 11 მარტის მოვლენების დროს, თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა უკვე გაიწერა. ის 2 დღის წინ აჭარის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე დაშავდა. დამაკმაყოფილებელია უმაღლესი საბჭოს დეპუტატის. ირაკლი ჭეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. მას  ყვრიმალის ძვლის ოპერაცია თბილისში ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ჩაუტარდა. აქციის დროს სულ 34 მოქალაქე დაშავდა, მათგან 16 სამართალდამცავი იყო. მათ შესაბამისი მკურნალობა,  სხვადასხვა დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში გაეწიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი