საკრებულოს სხდომა ქობულეთში

04 აპრილი 2016, 00:00 3880 ნახვა

ქობულეთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იწყება. ქობულეთის გამგებელი საკრებულოს დეპუტატებს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს წარუდგენს. დეპუტატები ,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ იმსჯელებენ. დღესვე საკრებულოს წევრები ალამბრის საჯარო სკოლისათვის აკადემიკოს დავით ხახუტაიშვილის სახელის მინიჭებაზე თანხმობის მიცემაზე მიიღებენ გააწყვეტილებს. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხზე იმუშავებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი