ლარი კიდევ გამყარდა

19 მაისი 2016, 00:00 6656 ნახვა

ეროვნული ვალუტა ისევ გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიცალური კურსის მიხედვით დღეს ერთი ამერიკული  დოლარი 2 ლარი და 14 თეთრია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში დოლარი 2 ლარი და 12 თეთრიც ღირს. ვალუტის კურსზე კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსის გამყარება მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინებს, რომელიც 2015 წლის ბოლოს იყო. ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა ტურიზმის სფერო დაასახელა.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში