სერგეი ლავროვის განცხადება

10 თებერვალი 2017, 00:00 2169 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრყ მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონის ფონზე, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისეთივე მასშტაბური სამუშაობის ჩატარება, როგორსაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჰქონდა ადგილი, შეუძლებელია. ლავროვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „საქართველომ გააუქმა ვიზები არამხოლოდ რუსებისთვის, არამედ კიდევ დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, უმეტეს წილად - ცალმხრივად.  ,,ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმქვეყნების მხრიდან, რომელთა მიზანსაც ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, სადაც ტერორისტული და სხვა საფრთხეები სწრაფად იზრდება, არ შეიძლება ავტომატური ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობა –აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა და მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის 2006 წელს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა დაასახელა.

ამავე კატეგორიაში