თანამშრომლობის მემორანდუმი

16 მაისი 2016, 00:00 4191 ნახვა

დღეიდან ბათუმის საზღვაო აკადემია, ახალგაზრდული მერია და ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის, ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს. მემორანდუმი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას და ამ პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. დღესვე თამაზ მჟავანაძემ შშმ პირების უფლებებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საჯარო ლექციაც წაიკითხა. 

ამავე კატეგორიაში