საჯარო ლექცია

21 იანვარი 2017, 00:00 1843 ნახვა

კედლის მხატვრობა და ისტორიული შენობების ფასადების რესტავრაცია,კონსერვაცია – ამ თემაზე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი ლელა ნინოშვილი, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ისტორიული ძეგლების იერსახის აღდგენისას პროექტირების, დაფინანსების ვარიანტების და გამოყენებული მეთოდოლოგიის შესახებ ესაუბრა. საჯარო ლექცია შვედეთის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის “კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის” ჩართულობა ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომ”-თან თანამშრომლობით ჩატარდა.  

ამავე კატეგორიაში