მეწყერსაშიში ზონა

14 იანვარი 2017, 00:00 1909 ნახვა

ერთი თვეა სოფელ გეგელიძეებში ხუთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მიზეზი საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყერია, რომელმაც გზა ჩაკეტა. შემოვლითი გზა არ არსებობს, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები ვერ გადაადგილდებიან. მოსახლეობა გზის გაწმენდას ან ალტერნატიული გზის გაყვანას მოითხოვს. საკითხთან დაკავშირებით ქედის გამგეობაში კომენტარზე უარი განაცხადეს, მოგვიანებით კი განმარტეს, რომ სატელეფონო კომენტარს გამგებელი გააკეთებს. დავით დუმბაძის განცხადებით, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით  სოფელში მხოლოდ ალტერნატიული გზის გაყვანაა შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში