ნატოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი

04 აპრილი 2016, 00:00 25069 ნახვა

ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ფორუმი გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება. შეხვედრაზე სახალხო დიპლომატიის და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებზე იმსჯელებენ. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები დედაქალაქის გარდა რეგიონებშიც გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის განხორციელდება პროექტი ''- "ერთი დღე ჯარში".
 

ამავე კატეგორიაში

უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი