რეზო ლაღიძე - 100 წლის იუბილე

13 ივლისი 2021, 14:09 3114 ნახვა

რეზო ლაღიძე - 100 წლის იუბილე

ბაღდათში, სოფელ ობჩაში, სკოლის ეზოში არდადეგებზე მყოფი ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, ამ ბავშვებს შორის იყო პატარა რეზო ლაღიძეც. რეპროდუქტორიდან გაისმა ზაქარია ფალიაშვილის დაისის უვერტიურა. ეს იყო ის უზენაესი იმპულსი, გარდამტეხი მომენტი, რამაც რეზო ლაღიძის ცხოვრება მუსიკას დაუკავშირა.

10 ივლისს, დიდი ქართველი ხელოვანის, სიმღერების, საოპერო, საორკესტრო, საგუნდო და საფორტეპიანო ნაწარმოებების ავტორის რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნა. დღევანდელი გადაცემაც სწორედ ამ შესანიშნავი თარიღის გამოძახილი იქნება.