ჩარლზ მინგუსი

17 იანვარი 2024, 11:55 804 ნახვა

ჩარლზ მინგუსი

ჩარლზ მინგუსი - უდავოდ ტიტანია გასული საუკუნის მუსიკაში, რომელიც დღესაც ძალიან მაგრად ისმინება და, რაც მთავარია, გავლენა აქვს თანამედროვე მუსიკოსებზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მინგუსი მაინც ვერ ინტეგრირდა პოპულარული კულტურის შრეებში ისე სიღრმისეულად, როგორც იგივე ელინგტონი, არსმტრონგი, მაილზ დეივისი, ტრეინი, დიზი და ძმანი მისნი. არადა, მინგუსის კომპოზიციები აფართოვებდა ჟანრულ საზღვარს, განაპირობებდა მის შემდგომ განვითარებას... ერთმანეთთად მუსიკალურად აკავშირებდა წარსულს, აწმყოს და მომავალს...