დაკარგული ხმა

08 თებერვალი 2024, 13:39 1713 ნახვა

დაკარგული ხმა

ჩვენი კონტექსტიდან, რთულია წარმოიდგინო ის სირთულეები, რასაც თორნტონი აწყდებოდა. სიღარიბე იქნება ეს თუ კანის ფერით განსჯა... მან შეძლო და თავისი ხმამაღალი, მძლავრი, წრფელი ვოკალითა და ბლუზით 50-იან წლებში მოიპოვა სახელი, თუნდაც ხანმოკლე დროით, მაგრამ მაინც, და შეცვალა მუსიკალური დინებები. მისი ემოციურად დამუხტული უხეში და ამასთან სულშჩამწვდომი ხმა თორნტონის გამოსვლებს ავთენტურობას და ენერგიას სძენდა. მისი სიმღერა, რა თქმა უნდა, ბლუზურ ტრადიციებშია ფესვგადგმული, მაგრამ ბგერის მრავალმხრივობამ მუსიკალური ტერიტორიები გაუფართოვა - ბლუზი, არენბი, როკენროლის ელემენტები - ის მარტივად გადიოდა ჟანრიდან და აკავშირებდა სხვადასხვა მუსიკალურ სტილს.