კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ეკოსისტემები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოლოდინში
ყოველ პარასკევს „კონტაქტში“ ტურიზმზე ვსაუბრობთ
აჭარის უნიკალური ბუნება და კლიმატი ეკო-ტურიზმის განვითარებისთვის უდავოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
2019 წლის 2 თებერვალს დაცული ტერიტორიების სააგენტომ „კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ეკოსისტემები“ UNESCO-ში წარადგინა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბანი.
კოლხეთის ტყეები და ჭარბტენიანი ეკოსისტემები ახლა UNESCO-ს გადაწყვეტილების მოლოდინშია
ამ თემას დაეთმო დღევანდელი , 18 ივნისის გადაცემა
"კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო იზოლდა მაჭუტაძე - ლანდშაფტების ეკოლოგი, ბსუ-ს უვადო მეცნიერი,
სტუდიის სტუმარი უნდა ყოფილიყო ასევე დავით ხარაზიშვილი- ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, თუმცა ის ექსპედიციაში იმყოფება და ამდენად გადაცემის მსვლელობისას კოლხური ტყეების მნიშვნელობისა და და უნიკალურობის შესახებ მისი საუბრის ჩანაწერი შევთავაზეთ მსმენელებს