სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა
ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს „კონტაქტი“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემებს ეთმობა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაზე , რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი ახორციელებს. საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისთვის ხელის შეწყობა.
უკ ვე ცნობილია 2021 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები
"კონტაქტის" სტუმარი იყო გოჩა ბერიძე- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის დირექტორი