#სალომე მახათელაშვილის გრან პრი ზაგრების ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ონლაინ კონკურსზე #ქორეოგრაფიული პლატფორმა- ინოვაციური პროექტი

26 აპრილი 2021, 17:00 11039 ნახვა

#სალომე მახათელაშვილის გრან პრი ზაგრების ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ონლაინ კონკურსზე #ქორეოგრაფიული პლატფორმა- ინოვაციური პროექტი

# კონტაქტი

დღევანდელი, 26 აპრილის გადაცემა კულტურის სფეროს დაეთმო.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი სალომე მახათელაშვილი ზაგრების ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ონლაინ კონკურსის გრან პრის მფლობელი გახდა. „კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო სალომე მახათელაშვილი. ტელეფონით გვერთვებოდა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამაზ ცერიაშვილი.

გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ ინოვაციურ პროექტზე „ქორეოგრაფიული პლატფორმა - ქორეოგრაფიული საშემსრულებლო და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების , ხელოვანთა ერთმანეთთან დაკავშირების, დასაქმებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის”.

პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ეკატერინე გელიაშვილი-პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეროვნული ქორეოგრაფიის ცენტრის გენერალური დირექტორი.