# საშემოდგომო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

18 სექტემბერი 2024, 17:07 538 ნახვა

# საშემოდგომო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

#კონტაქტი

22 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება საშემოდგომო რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე .სწავლის მსურველებს ,პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები პროფესიების ფართო არჩევანს სთავაზობენ. აღსანიშნავია , რომ სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

რომელ პროფესიულ პროგრამებზე გამოაცხადა მიღება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ -ამაზე დღევანდელი, 18 სექტემბრის გადაცემის პირველ ნაწილში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის უფროსმა გოჩა გოგიტიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო კოლეჯს „ბლექსი“, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს 11 პროფესიულ პროგრამაზე .პროგრამები განხორციელდება როგორც ბათუმში, ასევე ქედასა და შუახევში.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო კოლეჯის ,,ბლექსი“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე.