# „ზე-კართან“

16 სექტემბერი 2024, 18:06 580 ნახვა

# „ზე-კართან“

#კონტაქტი

19, 20 და 21 სექტემბერს მაღალმთიანი აჭარა უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს „ზე კართან“, რომელიც დაარსდა 2013 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში და უკვე მეთორმეტედ იმართება.

აღნიშნული ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩასატარებელი ფესტივალების საგრანტო კონკურსის" გამარჯვებულია.

დღევანდელი, 16 სექტემბრის გადაცემა დაეთმო საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს „ზე კართან“.

„ კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან" დამფუძნებელი ვახტანგ ბერიძე და „პოეტური მარათონის „ სპიკერი, მწერალი ზურაბ ფირცხალაიშვილი.

ტელეფონით გვერთვებოდნენ ფესტივალის მოდერატორები :გვანცა ჯობავა- პოეტი, მთარგმნელი ,გამომცემელი და გიორგი ხორბალაძე - ლიტერატურათმცოდნე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.