ფოლკლორული მუსიკის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-კატალოგიზაცია

15 თებერვალი 2021, 17:23 13420 ნახვა

ფოლკლორული მუსიკის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-კატალოგიზაცია

#კონტაქტი

დღევანდელი, 15 თებერვლის გადაცემაში მნიშვნელოვან სიახლეზე ვისაუბრეთ. იწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის არქივში დაცული ფოლკლორული მუსიკის უნიკალური ნიმუშების დამუშავება-კატალოგიზაცია.

„კონტაქტის"  სტუმრები იყვნენ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე და ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე .

თბილისიდან ტელეფონით გვერთვებოდა თბილისის კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი, ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე.