შენი იდეა ბათუმს

30 ივლისი 2020, 17:16 16283 ნახვა

შენი იდეა ბათუმს

#კონტაქტი
ბათუმელებს შარშან პირველად შესაძლებლობა ჰქონდათ პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში
მონაწილეობა მიეღოთ ქალაქის ხვალინდელი დღის დაგეგმვასა და ბიუჯეტის მიზნობრივ განკარგვაში . მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან პარტნიორობით განხორციელდა და იგი წელსაც გრძელდება.

რა სიახლეებია პროექტში და რა აქტივობებს მოიცავს საინფორმაციო შეხვედრები -ამაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ.
'კონტაქტის" სტუდიის სტუმრები იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი ნინო ჩხაიძე და ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით არძენაძე