#რადიოს მსოფლიო დღე # „ ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“.

13 თებერვალი 2023, 17:32 7058 ნახვა

#რადიოს მსოფლიო დღე # „ ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“.

# „კონტაქტი“

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა.იგი იუნესკოს ეგიდით 2011 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. 2023 წლის სლოგანია „რადიო და მშვიდობა“ , რაც ხაზს უსვამს კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობის მშენებლობაში რადიოს როლს.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში რა განაპირობებს რადიოს პოპულარობას და რატომ უნდა ვუსმინოთ რადიო „აჭარას“-ამაზე დღევანდელი, 13 თებერვლის გადაცემის პირველ ნაწილში რადიო „აჭარის“ხელმძღვანელმა დავით ტრაპაიძემ ისაუბრა.

გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმო ბსუ-ს მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულ პროექტს „ ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი“.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები მზია ხახუტაიშვილი და ნანა ცეცხლაძე.