მწერლის მსოფლიო დღე

03 მარტი 2023, 17:10 5473 ნახვა

მწერლის მსოფლიო დღე

# „კონტაქტი“

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. თარიღი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.დედის დღეს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა წლებია იგი ცალკე დღესასწაულია.

3 მარტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია - მწერლის მსოფლიო დღე . იგი 1986 წელს პენ-კლუბმა - მწერალთა საერთაშორისო გაერთიანებამ დააწესა.

ქართული მწერლობა ყოველთვის გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან ფურცელს წერდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში .

დღევანდელი, 3 მარტის გადაცემის სტუმრები იყვნენ მწერალი /მთარგმნელი ქარდა ქარდუხი და პოეტი , საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ქეთევან გიორგაძე.